Belive

ნედვედი: "დიბალას შეძენა რამდენიმე გუნდს სურს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბიანკონერის" ვარსკვლავის გაფორმება არაერთ გრანდს სურს. პაოლო დიბალას მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან დიბალას ტრანსფერში რომელუ ლუკაკუც ჩართონ. "იუვენტუსის" არგენტინელი ვარსკვლავის მიმართ დაინტერესების თაობაზე, პაველ ნედვედმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ტურინული გრანდის ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიბალას შეძენა რამდენიმე გრანდს სურს. "მის მიმართ დაინტერესება არსებობს. დიბალას თაობაზე რამდენიმე წინადადება მივიღეთ. კონკრეტულ შეთავაზებას ველოდებით, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მივიღებთ. დამატებითი დეტალების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე ვმუშაობთ", - აღნიშნა პაველ ნედვედმა.

სხვა სტატიები