Belive

ნედვედი: ,,შვედეთის და პოლონეთის გადაწყვეტილება სწორია, რას ელოდება ჩეხეთი?''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,იუვენტუსის'' დირექტორი, პაველ ნედვედი, ტურინული გუნდისა და პოლონეთის ნაკრების მეკარის, ვოიცეხ შესნის, კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ თამაშს არ აპირებს:
,,ამაზე ნამდვილად ბევრი ვისაუბრეთ. ვოიცეხის მშვენივრად მესმის, რადგან უფრო რთულია, როცა ეს პირადად შენ გეხება. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქვეყანაც იგივეს გააკეთებს. არ ვიცი, რას ელოდება ჩეხეთი... პოლონეთმა და შვედეთმა დაადასტურეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებენ და ეს სწორი გადაწყვეტილებაა,'' - ნედვედის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
გუშინ შვედეთისა და პოლონეთის ფედერაციებმა დაადასტურეს, რომ რუსეთთან თამაშს არცერთი მათგანი არ აპირებს. რუსეთსა და პოლონეთს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის მატჩი 24 მარტს, მოსკოვშია ჩანიშნული. იმავე დღეს შვედეთი ჩეხეთს ეთამაშება. წყვილებში გამარჯვებულები კი ერთმანეთს ფლეიოფის ფინალში დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები