Belive

ნეიმარი: "არ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ბრაზილიელმა ხალხმა დამაფასოს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" სუპერვარსკვლავი ნეიმარი ძალიან ახლოსაა, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდეს. ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რეკორდსმენი გახდა, თუმცა მიუხედავად ამისა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გულშემატკივრისგან სათანადო დაფასებას მაინც ვერ იღებს. ნეიმარი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი მხრიდან თავდაუზოგავი შრომის და დამყარებული რეკორდებისა, გულშემატკივარი მას მაინც არ აფასებს სათანადოდ. "ცხადია, ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ბედნიერი ვარ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირი ვარ, გავაკეთე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც, თუმცა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ბრაზილიელმა ხალხმა დამაფასოს", - განაცხადა ნეიმარმა TV Globo-სთან ინტერვიუში. ჩილესთან მატჩის შემდეგ, გულშემატკივარმა ნეიმარი წონის გამო გააკრიტიკა, თუმცა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის სწორ წონას ინარჩუნებს, უბრალოდ მაისურის ზომა იყო დიდი, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. "მაისური იყო დიდი ზომა, რეალურად სწორ წონაზე ვარ. შემდეგ თამაშში კვლავ M-ზომის მაისურს შევუკვეთავ, რომ ქომაგები ამაში დარწმუნდნენ", - აცხადებს ნეიმარი. ნეიმარს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 69 გოლი აქვს გატანილი და ეტაპობრივად საგრძნობლად უახლოვდება პელეს რეკორდს, რომელმაც კარიერა 77 გატანილი გოლით დაასრულა.  

სხვა სტატიები