Belive

ოფიციალურად: ნეიმარი არგენტინასთან მატჩს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს შემტევი - ნეიმარი, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს. ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირდება, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-13 მატჩში "სუპერკლასიკო" შედგება, რომელიც ნაკლებად "სუპერი" იქნება ბრაზილიის ნაკრებისთვის. ბრაზილიას 12 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს და მათ აქვთ უკვე საგზური ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე. ნეიმარი მატჩს მცირედი ტრავმის გამო გამოტოვებს, რეალურად მას თამაში შეეძლო, თუმცა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცის - ტიტეს განცხადებით, მისთვის უმჯობესია, რომ ნეიმარმა დაისვენოს. 29 წლის ბრაზილიელი შემტევი კლუბს არგენტინაში არ გაჰყვა და პირდაპირ პარიზში დაბრუნდება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პაუზის შემდეგ, არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ლეო მესი, რომელიც "პსჟ"-ს მატჩებს ტრავმის გამო ტოვებდა. 12 ტურის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრები 34 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მათ განაღდებული აქვთ 2022 წლის ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, მეორე ადგილს კი არგენტინის ნაკრები 28 ქულით იკავებს.

სხვა სტატიები