ნეიმარი ბარსაში? ესპანელები პსჟ-ს მომხიბვლელ შეთავაზებას უმზადებენ

პანდემიის პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ნეიმარი კარიერას კვლავ მის ძველ გუნდში – “ბარსელონაში” გააგრძელებდა.

მას შემდეგ, რაც სატრანსფერო პერიოდი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა, კატალონიელები არაერთი ფეხბურთელის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, ნეიმარის საკითხმა კი აქტუალობა დაკარგა, ვინაიდან არაერთი ესპანური წყაროს თანახმად “ბარსელონა” ფეხბურთელის შეძენას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ვერ მოახერხებდა.

სულ ახლახანს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზემოთხსენებული ნეიმარის საკითხი თავდაყირა დადგა, საქმე იმაშია, რომ AS-ის ცნობით “ბარსელონა” “პსჟ”-ს გაცვლის საკითხით მიმართავს, რომლითაც ფრანგები უკმაყოფილონი ნამდვილად არ უნდა დარჩნენ.

ანტუან გრიზმანი და უსმან დემბელე ნეიმარის სანაცვლოდ – ასეთი იქნება ესპანელების შეთავაზება ფრანგებისადმი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, პარიზელების მიერ გადახდილი თანხით, ნეიმარი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

ბრაზილიელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში მოედანზე 22-ჯერ გამოჩნდა, მან 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

(3434)

ნეიმარი ბარსაში? ესპანელები პსჟ-ს მომხიბვლელ შეთავაზებას უმზადებენ

სტატიის ავტორი
-