Belive

ნეიმარი ბარსელონაში ბრუნდება?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უცხოური მედიაგამოცემა Goal.com იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა "პსჟ" ერთ-ერთი მთავარი ფიგურის გარეშე დარჩს, ეს გახლავთ ნეიმარი, რომელიც ფრანგულ გუნდს "ბარსელონადან", 2017 წელს, შეუერთდა. ნეიმარის მომდევნო გუნდად კვლავ "ბარსელონა" მოიაზრება, როგორც ჩანს კატალონიაში ბრაზილიელი ფეხბურთელის როლი მისი წასვლის შემდეგ უფრო მეტად დაინახეს და ამ უკანასკნელის დაბრუნებისათვის ემზადებიან. Goal.com-ის თანახმად ფრანგების მთავარი საფიქრალი ამჟამად ნეიმარის სატრანსფერო ღირებულებაა, ფეხბურთელის, რომელიც 2017 წელს, პარიზელების მიერ გადახდილი თანხით, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ბრაზილიელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში მოედანზე 22-ჯერ გამოჩნდა, მან 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპული და მსოფლიო ფეხბურთი, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია და რიგ ჩემპიონატებსა თუ ტურნირებს გაუქმების საფრთხეც ემუქრებათ.

სხვა სტატიები