Belive

ნეიმარი ბარსელონასთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-ის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა საფრანგეთის თასზე "კაენის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მატჩის მე-60 წუთზე ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა, რომ მოედანი დაეტოვებინა. აღნიშნული ტრავმის გამო ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონასთან" ესპანეთში გასამართ მატჩს გამოტოვებს, რომელიც სამშაბათს, 16 თებერვალს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  დიდი ალბათობით ბრაზილიელი შემტევი თავის გუნდს ვერც საპასუხო შეხვედრაში დაეხმარება, რადგან "კაენთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ გადაღებულმა სურათებმა აჩვენა, რომ "პსჟ"-ის ათიანს საზარდულის ტრავმა აწუხებს და სავარაუდოდ მკურნალობას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება.


  პარიზულ კლუბს "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრაში გუნდის კიდევ ერთი ლიდერი ანხელ დი მარია დააკლდება, რომელმაც ტრავმა "მარსელთან" შეხვედრაში მიიღო. თავის მხრივ, კატალონიურ გრანდსაც ჰყავს ტრავმირებული მოთამაშეები, რომლებიც "პსჟ''-ის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. "ბარსელონას" "პსჟ"-თან შეხვედრაში ფელიპე კოუტინიო, ანსუ ფატი და სერხი რობერტო ვერ დაეხმარებიან. ასევე, ნაკლებ სავარაუდოა პიკესა და არაუხოს ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა.  

სხვა სტატიები