Belive

ნეიმარი: "ჩავისთან და ინიესტასთან ერთად ვერატი ერთ-ერთი საუკეთესოა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-ს ვარსკვლავმა ნეიმარმა "რეალ მადრიდთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის მოგების (1:0) შემდეგ, მარკო ვერატის შესახებ ისაუბრა.
"ვიცოდი, რომ ვერატი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერ ვაანალიზებდი, რომ ის ასეთი განსაკუთრებულია. მარკო გენიოსია - ჩავისთან და ინიესტასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი," - ამბობს ნეიმარი.
იტალიელმა ნახევარმცველმა "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ მართლაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ვერატიმ გადაცემების 92% ზუსტად შეასრულა და მეტოქის უძლიერეს ნახევარდაცვას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

სხვა სტატიები