Belive

ნეიმარი და დაბადების დღე - ბრაზილიელი წელსაც ტრავმირებულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნეიმარი ლიგა 1-ის მატჩს გამოტოვებს "ნანტთან". როგორც ცნობილია, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეკნის ტრავმა მიიღო. საინტერესო ისაა, რომ 27 წლის ფეხბურთელი ევროპაში გადასვლის შემდეგ დაზიანებას ყოველთვის დაბადების დღეზე იღებს. ნეიმარი ხვალ, 5 თებერვალს, 28 წლის ხდება და შესაბამისად, გამონაკლისი არც წლევანდელი შემთხვევა გამოდგა. ნეიმარმა მისთვის ღირსშესანიშნავი თარიღი რამდენიმე დღით აღნიშნა.

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა. "ეს მატჩისთვის მომზადების არც ყველაზე ცუდი, და არც საუკეთესო ვარიანტია. ჩემი გუნდი ძალიან მიყვარს და ფეხბურთელებს ყოველთვის ვიცავ. ამ შემთხვევაში ეს რთული გამოდგა. ცუდია, როცა ხალხს ჩვენზე ცუდის თქმის შესაძლებლობას ვაძლევთ, მაგრამ ამას უნდა შევეჩვიოთ. არ ვაპირებ, რომ ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დავაჯინო და სახლში დავტოვო იმის გამო, რომ მას რაღაცის აღნიშვნა მოუნდა," - თქვა ტუხელმა.

სხვა სტატიები