ნეიმარი განაცხადს მიღმა დატოვეს!

159
ნახვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, “პსჟ” – “სენტ ეტიენს” დაუპირისპირდება. “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ნეიმარის დასვენების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, პარიზელები “სენტ ეტიენს” მის გარეშე დაუპირისპირდებიან. ტომას ტუხელის შეგირდებს წინ ურთულესი გამოცდის ჩაბარება ელით. 18 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” – “პარი სენ ჟერმენს” უმასპინძლებს.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში, პარიზელებს საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ, რომელშიც დასვენებული და იდეალურ ფორმაში მყოფი ნეიმარი გაცილებით უფრო გამოსადეგარი იქნება.

(159)

ნეიმარი განაცხადს მიღმა დატოვეს!

სტატიის ავტორი
-