Belive

ნეიმარი კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი ხდება?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნეიმარის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "პარი სენ ჟერმენის" მესვეურებს უკვე განუცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვება სურს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ნეიმარის კვლავ დაბრუნება სურს - თუმცა კატალონიელებს "პსჟ"-სთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ. ანტუან გრიზმანის ტრანსფერმა კი ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ნეიმარის მამა - რომელიც ამავდროულად მისი აგენტია "იუვენტუსთან" მართავს მოლაპარაკებებს. "ბიანკონერის" მესვეურებსა და ნეიმარის მამას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე, ინფორმაციას Football Daily-ი ავრცელებს.
Untitled

სხვა სტატიები