Belive

ნეიმარი: "მბაპე უკვე ფენომენალურია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი მიიჩნევს რომ მისი თანაგუნდელი კილიან მბაპე მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ნეიმარის აზრით, მბაპე საკმაოდ ნიჭიერი ვარსკვლავია, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. "ამ დროისათვის, პირადად ჩემთვის, მბაპე უკვე ფენომენალურია. მას შეუძლია ჰქონდეს წარმოუდგენელი კარიერა და გახდეს კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე დღესაა. ეჭვიც არ მეპარება რომ მბაპე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იქნება. იგი საკმაოდ მშვიდი, მხიარული და ხუმარაა. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ "ბავშვია", რომელიც აუცილებლად შეიძენს გაცილებით უფრო დიდ გამოცდილებას", - აღნიშნა ნეიმარმა.

სხვა სტატიები