Belive

ნეიმარი მძიმე ტრავმას გადაურჩა - ცნობილია როდის დაბრუნდება ბრაზილიელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის გასული ტურის მატჩში "პსჟ"-ს ლიდერმა ნეიმარმა ტრავმა მიიღო. ბრაზილიელი ფეხბურთელი "ლიონის" ნახევარმცველის ტიაგო მენდეშის უხეშობის გამო დაზიანდა. თავდაპირველად, ეპიზოდის სიმძიმიდან გამომდინარე, გაჩნდა ვარაუდი, რომ ნეიმარის ტრავმა სერიოზული იყო. მედიაში ისიც კი დაიწერა, რომ 28 წლის შემტევისთვის სეზონი დასრულებული იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ნეიმარის ტრავმა მძიმე არ გამოდგა. სამედიცინო გამოკვლევის თანახმად, "პსჟ"-ს ლიდერი მოედანს 2-3 კვირაში დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პარიზული კლუბი "ბარსელონას" დაუპირისპირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ნეიმარი ყოფილ გუნდთან ითამაშებს.

სხვა სტატიები