Belive

ნეიმარი: "მესისგან და რონალდუსგან ყოველდღიურად ვსწავლობ"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურინის "იუვენტუსისა" და "ბარსელონას" ვარსკვლავებს, ნეიმარის გულში კვლავ განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არაერთი ფეხბურთელისათვის არიან ინსპირაციის წყარო. 26 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი, "ბარსელონაში" ლეო მესის მხარდამხარ თამაშობდა - კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ ასპარეზობა კი მას განსაკუთრებულ გამოცდილებას სძენდა. ნეიმარი მიიჩნევს, რომ პლანეტის ორ სუპერვარსკვლავს მომავალი თაობებისათვის ყოველდღიურად შეუძლიათ გაკვეთილის ჩატარება. კატალონიური გრანდის რიგებში ჩატარებული არაერთი ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ, ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა. პარიზულ გრანდში ჩატარებულ 43 მატჩში - ნეიმარმა უკვე შეძლო 39 გოლის გატანა. "მესის და რონალდუს კვალდაკვალ თამაში განუზომელი ბედნიერებაა. ლეო მესი პლანეტის გამორჩეული ფეხბურთელია, იგი ჩემი კუმირია. მესის გვერდით ყოველდღიურად ახალ გამოცდილებას ვიღებდი. მნიშვნელობა არ აქვს ეს იყო ვარჯიში თუ თამაში, მესის ყოველთვის ვაკვირდებოდი. ვთვლი, რომ ამ ყველაფერმა მე კიდევ უფრო ძლიერი გამხადა". "რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს - ის უბრალდო მონსტრია. მის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისათვის პატივია და უდიდესი გამოცდილება. მესის მსგავსად, რონალდუ საუკეთესოა. მისგან სწავლობ და ითვისებ, საბოლოოდ კი გაცილებით უფრო ძლიერი ფეხბურთელი ხდები." "მეტი მსურს! მეტი გოლი, მეტი მოგება, მეტი გამოცდილება - ამიტომაც ყოველდღიურად ვაკვირდები მათ და ვსწავლობ მათგან", - აღნიშნა ნეიმარმა.

სხვა სტატიები