Belive

ნეიმარი მესისთან ერთად თამაშს იხსენებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" შემტევი, ნეიმარი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც "ბარსელონაში" მესისთან ერთად თამაშობდა. ბრაზილიელი ვარსკვლავის თქმით, ის და ლიონელ მესი საოცარ დუეტს ქმნიდნენ და მისი აზით მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
"ჩემთვის მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. საუკეთესოა მათ შორის, ვისი თამაშიც მინახავს. ჩვენ საოცარ დუეტს ვქმნიდით. ის გენიალური პარტნიორია მოედანზე და ჩემი ახლო მეგობარია" - განაცხადა ნეიმარმა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "პარი სენ-ჟერმენთან" მოგებული მატჩი (6:1) გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი "ბარსელონაში" ყოფნის დროს ეს გამარჯვება საუკეთესოა. შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "ბარსელონა" 2017 წელს დატოვა. ის "პსჟ"-ში რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. ბოლო პერიოდში პარიზში თამაშით უკმაყოფილოა და ისევ "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. ნეიმარმა "ბარსელონას" მაისური 186-ჯერ მოირგო და 105 ბურთის გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები