Belive

ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენის" ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული L`Equipe-ის თანახმად, ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენს" ჩინეთში წინასასეზონო ტურნეზე კი გაჰყვა, თუმცა ბრაზილიელი ვარკსვლავი ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს. ასევე ცნობილია, რომ ნეიმარი საფრანგეთის სუპერთასის მატჩსაც გამოტოვებს - პარიზელები 3 აგვისტოს "რენს" დაუპირისპირდებიან. სავარაუდოა, რომ ნეიმარი მოედანს 11 აგვისტოს დაუბრუნდება, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონატი აიღებს სტარტს - ცხადია იმ შემთხვევაში, თუკი ბრაზილიელი კვლავ ფრანგული გუნდის შემადგენლობაში იქნება.

სხვა სტატიები