Belive

ნეიმარი: პასუხისმგებლობა რომელსაც ღირსეულად ვატარებ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც ტიტემ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებში როტაციის პრობლემა მოაგვარა, ნეიმარი "სელესაოს" მუდმივ კაპიტნად დაინიშნა. "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელ ვარსკვლავს, უდიდესი პასუხისმგებლობა მთავარი მწვრთნელის ინიციატივით დაეკისრა. რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნეიმარის ცუდი თამაში პირდაპირ აისახა ბრაზიილის უარყოფით რეზულტატზე. მთავარი მწვრთნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 26 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ნეიმარი მიიჩნევს, რომ დაკისრებული პასუხისმგებლობა მას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შესძენს, რათა "სელესაოს" წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. "ამ დროის მანძილზე, საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. კაპიტნად დანიშვნის შემდეგ, კიდევ უფრო გავიზრდები. უდიდესი პასუხისმგელბობაა, რომელსაც ღირსეულად ვატარებ", აღნიშნა ნეიმარმა.    

სხვა სტატიები