Belive

ნეიმარი: "პსჟ ჯერ 100%-ით მზად არ არის"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის განცხადებით, "პსჟ" ამ ეტაპზე ჯერ საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება. "სეზონი სულ ახალი დაწყებულია და ფორმაში შესასვლელად დრო გვჭირდება. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება მინდა", - განაცხადა ნეიმარმა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 10 ოქტომბერს "პსჟ" "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება. პირველ ტურში პარიზელებმა მატჩი "ლივერპულთან" ანგარიშით 3:2 დათმეს.  "პსჟ-სთან" დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა. ფრანგი სპეციალისტის მოსაზრებით, პარიზულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება საფრანგეთის ჩემპიონატში არსებული დაბალი კონურენტუნარიანი პირობების დამსახურებით არ შეუძლია.  

სხვა სტატიები