Belive

ნეიმარი პსჟ-ს აკრიტიკებს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" თავდამსხმელმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მარცხის (1:2) შემდეგ თავისი გუნდი გააკრიტიკა. "რთულია ზედიზედ ოთხ მატჩში უთამაშებლობის შემდეგ მოედანზე გასვლა, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა. ეს კლუბის და სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკეთ და მათი დასკვნა არ მომეწონა. თავს კარგად ვგრძნობდი და თამაში მინდოდა, მაგრამ კლუბში წინააღმდეგობა გამიწიეს და ამან ჩემზე იმოქმედა",-თქვა ნეიმარმა. გერმანიაში წაგებულ მატჩამდე ბრაზილიელმა ვარსკვლავმა საფრანგეთის ჩემპიონატში სამი, ხოლო ქვეყნის თასზე ერთი შეხვედრა გამართა. საპასუხო მატჩი "პარკ დე პრენსზე" 12 მარტს შედგება.

სხვა სტატიები