ნეიმარი: “პსჟ-ს ისტორიის დაწერა შეუძლია”

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს, “პსჟ” და “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. ამასთან დაკავშირებით ნეიმარმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

-“ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებული რამეა, მაგრამ მოიგო ლიგა “პსჟ-სთან” ერთად, ეს უფრო გრანდიოზული მოვლენაა. რადგან ამით კლუბი უდიდეს ისტორიას დაწერს. ჩემს გუნდს ეს შეუძლია და მე აქ სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადმოვედი. ნახევარფინალში კლუბმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ თუ ჩვენ ფინალს ვერ მოვიგებთ, ამას არავინ გაიხსენებს. “ბაიერნი” რთული მეტოქეა და ეს იქნება უდიდესი გამოცდა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.” – განაცხადა ნეიმარმა

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით, კვირას 23:00-ზე დაიწყება. პარიზული გუნდი აქამდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში არასდროს გასულა.

(62)

ნეიმარი: “პსჟ-ს ისტორიის დაწერა შეუძლია”

სტატიის ავტორი
-