Belive

ნეიმარი: როგორ უნდა ვიცხოვრო და შევეგუო ამ რეპუტაციას?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნეიმარმა, მსაჯების მიერ მისდამი დამოკიდებულებაზე უკმაყოფილება გამოთქვა. საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც ბრაზილია - სალვადორს დაუპირისპირდა, მატჩის მთავარმა არბიტრმა ნეიმარს სიმულაციის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა. "სელესაოს" ვარსკვლავი მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაანაწყენა. ნეიმარი მიიჩნევს, რომ მსაჯები მას უსამართლოდ ექცევიან და პატივს არ სცემენ. აღსანიშნავია რომ პირველი შემთხვევა არაა, როდესაც არბიტრები ნეიმარს სიმულაციის გამო აფრთხილებენ. მსგავსი პრობლემები, ბრაზილიელ ვარსკვლავს მსოფლიო ჩემპიონატზე და საკლუბო ტურნირებზეც ჰქონდა. "წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვიცხოვრო და შევეგუო ამ რეპუტაციას. დაივერი არ ვარ, თუმცა მსაჯების მხრიდან სიმულაციის გამო გაფრთხილებას დასასრული არ უჩანს. უსამართლობა და უპატივცემულობაა, არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ჩემი თანაგუნდელების მიმართაც." "იმ ტიპის ფეხბურთელი ვარ, რომელიც ბურთის მიღებისთანავე წინ იხედება და შეტევის წამოწყებას ცდილობს. ყოველთვის სახიფათო მომენტის შექმნას ვცდილობ", აღნიშნა ნეიმარმა.

სხვა სტატიები