ნეიმარის 500-კაციანი ფარული წვეულება კორონავირუსის პანდემიის ფონზე

გავრცელებული ინფორმაციის თანხმად “პსჟ”-ს ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა უქმეებზე ხალხმრავალი წვეულება მოაწყო, რომელზეც ხუთასამდე სტუმარი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ბრაზილია ძლიერ დაზარალდა, ქვეყანაში 7,47 მილიონი დაინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 200 000-ს მიუახლოვდა.

თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას და იმასაც, რომ ნეიმარის წვეულბა ბრაზილიაში, რიოში გაიმართა, “პსჟ”-ს ფეხბურთელის საქციელი კრიტიკის საგანი გახდა.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 28 წლის ბრაზილელმა ფეხბურთელმა სტუმრებს სთხოვა, რომ წვეულებაზე მობილური ტელეფონები არ წაეღოთ, რათა არავის გადაეღო, რაც წვეულებაზე ხდებოდა.

გაურკვევლია, წვეულებაზე დაცული იყო თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ან ჰქონდათ თუ არა სტუმრებს გაკეთებული ტესტი ვირუსზე.

Marca-ს ინფორმაციის მიხედვით ნეიმარი უპასუხისმგებლო საქციელის გამო ძალიან მწვავედ გააკრიტიკეს ბრაზილიელებმა, მას შემდეგ, რაც ბრაზილიულ გაზეთ O’Globo-ში გამოქვეყნდა მისი წვეულების შესახებ.

ახალი ამბავი არაა, რომ ბრაზილიელ ვარკსვლავს წვეულებები და გართობა უყვარს. დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად მას ტრავმების განზრახ მიღებაშიც სდებდნენ ბრალს.

ალბათ უკეთესი იქნებოდა, თუ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ნეიმარი ხალხმრავალი წვეულების გამართვისგან თავს შეიკავებდა.

(189)

ნეიმარის 500-კაციანი ფარული წვეულება კორონავირუსის პანდემიის ფონზე

სტატიის ავტორი
-