Belive

ნეიმარის დამცინავი საქციელი | გამარჯვების აღნიშვნა ჯოშუა კიმიხის წინ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "პსჟ"-მ გერმანულ გრანდს, მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, არაერთი მომენტით, თუმცა საბოლოო გამარჯვება გერმანელებს დარჩათ, ანგარიშით 0:1, რომელიც მათთვის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. საფინალო სასტვენის შემდეგ მთავარ კამერაში კარგად გამოჩნდა, როგორ აღნიშნა ნეიმარმა გამარჯვება ზუსტად ჯოშუა კიმიხის წინ, რამაც ჟურნალისტებს კითხვები გაუჩინა, რომელზეც ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა უპასუხა. ნეიმარის განმარტებით, მას განზრახ არაფერი გაუკეთებია, ეს იყო ბუნებრივი ემოციები, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ახლდა თან.

"განზრახ არაფერი გამიკეთებია, ეს იყო ბუნებრივი ემოციები, თუმცა აღსანიშნავია, რომ კიმიხი დარწმუნებით აღნიშნავდა, რომ მომდევნო ეტაპის საგზურს სწორედ ის და მისი თანაგუნდელები მოიპოვებდნენ, რაც გარკვეულწილად გამაღიზიანებელი ფაქტორი გახლდათ" "ის გამუდმებით აღნიშნავდა, რომ "ბაიერნი" უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე "პსჟ", მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ განზრახვაში არავის დამცირება არ მქონია", - აცხადებს ნეიმარი.

ნეიმარი გულისხმობდა კიმიხის კომენტარს წინა მატჩის შემდეგ, სადაც მან ბაიერნის ოფიციალურ ვებგვერდს განუცხადა: "რადგან ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ეტაპის საგზურიც ჩვენი იქნება".
ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ კიმიხს ნეიმარისთვის პასუხისმოთხოვნა გაუჭირდება, ვინაიდან ზუსტად ანალოგიური რამ, გერმანელმა სადიო მანეს წინააღმდეგ, "ენფილდზე" გააკეთა.
ინფორმაციისთვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების სრული სია ჯერ ცნობილი არ არის, ამ ეტაპზე 2 გუნდია ცნობილია - "პსჟ" და "ჩელსი".    

სხვა სტატიები