Belive

ნეიმარის იურისტები დღეს ბარსელონას ოფისში მივიდნენ (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონაში" ნეიმარის დაბრუნების მსურველებისთვის დღეს საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილია, ბრაზილიელი ფეხბურთელის იურისტები დღეს "კამპ ნოუზე", "ბარსელონას" ოფისში იყვნენ მისულები. მოგეხსენებათ, ნეიმარი "პსჟ"-ში თავს კარგად ვერ გრძნობს და გუნდიდან წასვლა უნდა. ამასთან ერთად, პარიზული კლუბის ქომაგები ბრაზილიელის გაშვებას მოითხოვენ. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, თუ რის გამო იყვნენ მისულები ნეიმარის წარმომადგენლები კატალონიური კლუბის ოფისში. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის განცხადებით, მათი "კამპ ნოუზე" მისვლის მიზეზი ნეიმარის ტრანსფერი საერთოდაც არ არის.

 

სხვა სტატიები