Belive

ნეიმარის სასამართლო მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე დაინიშნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნეიმარის ტრანსფერი "სანტოსიდან" "ბარსელონაში", ესპანეთის სასამართლოს ეჭვებს უჩენს. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანოები აცხადებენ, რომ ფეხბურთელი ბრაზილიიდან გადასვლის შემდეგ გადასახადებს თავს არიდებდა. "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გაასამართლებენ. El Pais-ის ცნობით, წინასწარი მოსმენა 17 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში გაიმართება. პროკურატურას კითხვები საფეხბურთო კლუბებთანაც აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადასვლისას თაღლითობას ჰქონდა ადგილი, რითაც კლუბებმა გარკვეულ გადასახადებს თავი აარიდეს. ნეიმარის გარდა, ბრალდებულები არიან მისი მშობლები და ბარსელონას ორი ყოფილი პრეზიდენტი - სანდრო როსელი და ხოსეპ მარია ბართომეუ. El Pais-ის ინფორმაციით, საგადასახადო ორგანო ნეიმარის მამისთვის ორი წლით, ხოლო დედისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. რაც შეეხება თავად ნეიმარს, ესპანეთის საგადასახადო ორგანოების თანახმად, ფეხბურთელს ორწლიანი პატიმრობა ელის და გარდა ამისა, მისგან 10 მილიონი ევროს კომპენსაციასაც ითხოვენ.

სხვა სტატიები