Belive

ნეიმარის შეცდომა - ბრაზილიელმა ვარსკვლავმა გამარჯვება ლევერკუზენის ბაიერს მიულოცა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხი ნეიმარისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. საფინალო სასტვენის შემდეგ ატირებული ნეიმარის დამშვიდება ჯერ დავიდ ალაბამ სცადა, მოგვიანებით კი "პსჟ"-ს ფეხბურთელებმა ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გაამხნევეს. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეიმარმა სოციალური ქსელებისთვისაც გამონახა დრო, თუმცა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში უნებლიე შეცდომა დაუშვა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ წაგება მატჩის განუყოფელი ნაწილია და მიუხედავად შედეგისა ფეხბურთელები ბოლო წუთამდე იბრძვიან. ნეიმარმა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა მაგრამ უნებლიე შეცდომა დაუშვა - ბრაზილიელმა ვარსკვლავმა გამარჯვება მიუნხენის "ბაიერნის" ნაცვლად, ლევერკუზენის "ბაიერს" მიულოცა.

111
ნეიმარის უნებლიე შეცდომა არ გამოჰპარვია ლევერკუზენის "ბაიერის" სოციალურ მედია მენეჯერს, რომელმაც ბრაზილიელს მადლობა გადაუხადა მაგრამ შეახსენა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის ნაცვლად, შვებულებით ტკბება და პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ - FIFA-ს თამაშობს.

სხვა სტატიები