Belive

ნეიმარის შთამბეჭდავი თამაში "ანჟერთან"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "პსჟ"- მ "ანჟერს" უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში გამორჩეული თამაში შემოგვთავაზა "პსჟ"- ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა ექვსიდან სამ გოლში მიიღო მონაწილეობა, 36-ე და 47-ე წუთებზე ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 71-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა. 73-ე წუთზე ჯიმი კებოტმა ნეიმარის წინააღმდეგ იუხეშა და ყვითლი ბარათიც მიიღო. ბრაზილიელს ეს მომენტი უყურადღებოდ არ დარჩენია და მას შემდეგ, რაც თამაში განაგრძო კებოტზე შური თავისებურად იძია. 76-ე წუთზე ნეიმარმა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას საკუთარი გასაოცარი ტექნიკა და ბურთის ფლობა, როდესაც კებოტს მოხდენილი მოძრაობით ბურთი თავზე გადაუგდო მეორე მეტოქეც მოატყუა და ბურთთან ისევ თავად დარჩა. ნამდვილად გასაოცარი მომენტი შემოგვთავაზა ნეიმარმა, მართალია ბრაზილიელს მეტოქეები მშვენიერი თამაშით არა ერთხელ დაუმცირებია, მაგრამ ეს მომენტი იმითაცაა გამორჩეული, რომ ნეიმარმა კონკრეტულად კებოტზე მოახდინა თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება შურისძიების მიზნით.  

სხვა სტატიები