Belive

ნეიმარის უარი - ბარსელონა რეალური ხდება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნეიმარი "პსჟ-ში" დიდხანს აღარ დარჩება. ფრანგულ და ესპანურ პრესაში მთელი წლის განმავლობაში იწერება, რომ ბრაზილიელ თავდამსხმელს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს და ზაფხულში კატალონიაში გადაბარგებასთანაც ახლოს იყო, ახლა კი RMC sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამჟამინდელი კონტრაქტი ძალაში 2022 წლამდეა, რომელის "პარი სენ-ჟერმენმა" ფეხბურთელს 2017 წლის ზაფხულში, "ბლაუგრანადან" ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხა (222 მილიონ ევროდ) შეძენისას გაუფორმა. ამ სეზონში ნეიმარს ტრადიციულად ტრავმა აწუხებს და მხოლოდ 5 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 4 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები