Belive

ნეიმარისთვის ბრძოლაში იუვენტუსიც ერთვება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" ნეიმარის შეძენას ეცდება. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე იტალიელები ბრაზილიელისთვის იბრძოლებენ. ტურინული კლუბი მზადაა ნეიმარს წელიწადში 37 მილიონი ევრო გადაუხადოს. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ის "პსჟ"-ში გამოიმუშავებს. "იუვენტუსი" "პსჟ"-ს 100 მილიონ ევროსა და პაულო დიბალას სთავაზობს. არგენტინელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარში "იუვენტუსი" 180 მილიონ ევროს იხდის. ნეიმარის შეძენა მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" სურთ. მისთვის ბრძოლაში ფავორიტად ჯერ "ბარსელონა" ითვლება. ნეიმარმა გასულ სეზონში "პსჟ"-ს მაისური 28-ჯერ მოირგო და 23 ბურთი გაიტანა. მან 13 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები