Belive

კატალონიური მედია: ნეიმარმა ბარსელონასთან შეთანხმებას მიაღწია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კატალონიური გამოცემა - "სპორტი" წერს, რომ "ბარსელონამ" ნეიმართან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია. 
Screen-Shot-2019-06-25-at-11.21.35
სიტყვიერი პირადი შეთანხმება 5 წლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარი დღე-დღეზე ოფიციალურად დატოვებს "პსჟ"-ს და "ბარსელონას" შეუერთდება. როგორც "სპორტი" წერს, ნეიმარი "ბარსელონასთან" იმდენად ახლოს არის, რომ მან უკვე მიიღო კატალონიური კლუბის პრეზიდენტის- ხოსე მარია ბართომეუს მიერ შეთავაზებული პირობები. ნეიმარი "პსჟ"-ს რიგებში, წელში 36.8 მილიონს იღებდა,  დღეში კი 100 000 ევროს. თუ ნეიმარი "ბარსელონაში" კვლავ დაბრუნდება მისი ხელფასი მკვეთრად შემცირდება და ბრაზილიელი ფეხბურთელი 1 სეზონის განმავლობაში 24 მილიონ ევროს აიღებს.

სხვა სტატიები