Belive

ნეიმარმა საკუთარი ტრავმის ფოტო გაავრცელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერმა, ნეიმარმა საკუთარი ტრავმის ფოტო გაავრცელა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ამხანაგურ მატჩში მიიღო, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებმა ყატარს 2:0 მოუგო. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი კოპა ამერიკას გამოტოვებდა. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა. ნეიმარს მარჯვენა კოჭის ტრავმა აღენიშნება. მას მყესები აქვს გაწყვეტილი.

 

სხვა სტატიები