Belive

ნეიმარმა თანაგუნდელებს მედლები საკუთარი ხელით გადასცა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული "პარი სენ-ჟერმენი" გახდა. პარიზელებმა "ნანტი" 4:0 გაანადგურეს და ოქროს მედლებიც დაიმსახურეს. გუშინდელ შეხვედრაში ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი შეუდარებელი იყო. გარდა დუბლისა, ის ნადვილად გამოირჩეოდა მოედანზე. მის გარდა გოლები მესიმ და რამოსმაც გაიტანეს. ფრანგულმა გრანდმა უკვე მოახერხა და ახალი მთავარი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით, პირველი ტიტული მოიპოვა. თუმცა, თელ-ავივში გამართული საღამოს მთავარი გმირი ნეიმარი იყო. პირველი ტაიმის მიწურულს, 30 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მატჩის მიწურულს საოცარი პენალტიც გაიტანა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი მატჩის დასრულების შემდეგაც ყურადღების ცენტრში იყო. ყველამ ვიცით, რომ გუნდებს მედლებს ოფიციალური პირები გადასცემენ, მაგრამ ნეიმარმა ეს პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე იტვრითა. ნეიმარმა საკუთარ თანაგუნდელებს თავად გადასცა დამსახურებული მედლები. მსგავს რამეს ხშირად, ნამდვილად ვერ ვნახავთ.  

სხვა სტატიები