Belive

ნეიმარმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ვინისიუსი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ნეიმარი, მიიჩნევს, რომ 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია:
,,ვინ არის წლის საუკეთესო ფეხბურთელი? ვინისიუს ჟუნიორი. მბაპეს საოცარი სეზონი ჰქონდა, ასევე - ბენზემას. სიმართლე გითხრათ, წელს ბევრი მატჩი არ მინახავს, მაგრამ, რაც ვნახე, ვინისიუსი საუკეთესო იყო,'' - ნეიმარის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
2021-2022 წლების სეზონში ვინისიუსმა მადრიდის ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბრაზილიელმა ,,სამეფო გუნდთან'' ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები