Belive

ნეიმარს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება | სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრაზილიური საინვესტიციო ფირმა DIS ნეიმარისა და "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტის სანდრო როსელის დასჯას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის გარდა, საქმეში ფიგურირებენ ნეიმარის მშობლები, ხოსეპ მარია ბართომეუ, ბრაზილიური კლუბი "სანტოსი" და გუნდის ყოფილი პრეზიდენტი ოდილიო როდრიგესი.

DIS ბრალდებულებს ორ საკითხში ადანაშაულებს. პირველი - სავარაუდო კორუფცია კერძო პირებს შორის და მეორე - თაღლითობა, სადაც ბრაზილიური კომპანია ამტკიცებს, რომ კონტრაქტები სპეციალურად იქნა ისე შედგენილი, რომ გადასახადებისგან აეცილებინათ თავი.

პროკურატურა, რომელიც პროცესის ერთ-ერთი მხარეა თვლის, რომ ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” გადასვლისას თაღლითობას ჰქონდა ადგილი, რითაც კლუბებმა გარკვეულ გადასახადებს თავი აარიდეს. ამის გარდა, ისინი ნეიმარის მამისთვის ორი წლით, ხოლო დედისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. რაც შეეხება თავად ნეიმარს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფეხბურთელს ორწლიანი პატიმრობა ელის.

DIS-ის მოთხოვნები, პატიმრობისა და პირობითი სასჯელის კუთხით, პროკურატურის მოთხოვნების მსგავსია, თუმცა თანხები, რომლებსაც ისინი ითხოვენ, გაცილებით მაღალია და ერთ ბრალდებულზე 200 მილიონს უახლოვდება.

როგორც ზემოთ ვახსენე, საქმეში ფიგურირებს "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენთი ხოსეპ მარია ბართომეუ, რომელსაც 5-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სხვა სტატიები