Belive

ნელსონ მანდელა და ჟოზე მოურინიო - მარცხი თუ გამოცდილება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემში" ახლადდანიშნულმა ჟოზე მოურინიომ ყოფილ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. "ეს ჩემთვის დახურული საქმეა. კლუბი წელიწადზე მეტი ხნის წინ დავტოვე, რის მერეც საკმარისი დრო მქონდა დასკვნების გამოსატანად. კარიერის ახალ ეტაპზე ვარ.  "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი წიგნის დასრულებული თავია, ისტორიის ნაწილი. როგორც ნელსონ მანდელამ თქვა, შენ არასდროს მარცხდები, სწავლობ და გამოცდილებას იძენ - მე "იუნაიტედში" გამოცდილება მივიღე", - თქვა "განსაკუთრებულმა" პორტუგალიელი სპეციალისტი ახალ გუნდთან ერთად "წითელ ეშმაკებს" 4 დეკემბერს, "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები