Belive

ნემანია ვიდიჩი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვირჯილ ვან დაიკი შესაძლოა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა გამოკითხვის შედეგად ის პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველი არ არის. ის 18 თვის წინ გადავიდა "ლივერპულში" და შესანიშნავი თამაშის შედეგად პრემიერ ლიგის ერის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. თუმცა "Sky Sports"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც დაახლოებით 200 000 მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, ჰოლანდიელმა პირველობა "მანჩესტერ იუნატედის" ლეგენდარულ მცველ ნემანია ვიდიჩს დაუთმო. სამეული კი ასე გამოიყურება: 1. ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნატედი) 2. ვირჯილ ვან დაიკი (საუთჰემპტონი; ლივერპული) 3. რიო ფერდინანდი (ლიდს იუნატედი; მანჩესტერ იუნატედი)

სხვა სტატიები