Belive

ნემანია ვიდიჩი პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველად აღიარეს!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, "SPORTBIBLE"-მა სოციალურ ქსელელბში ჩაატარა გამოკითხვა იმის შესახებ თუ ვინ არის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველი. გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ოთხი არჩევანი: რიო ფერდინანდი, ჯონ ტერი, ნემანია ვიდიჩი და ვირჯილ ვან დაიკი. აღნიშნული გამოკითხვაში "მანჩესტერ იუნატედის" ლეგენდა ნემანია ვიდიჩმა გაიმარჯვა (39%), მეორე ადგილი ჯონ ტერის ერგო (28%), ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებზე კი, შესაბამისად, ვირჯილ ვან დაიკი (17%) და რიო ფერდინანდი (16%) გავიდნენ. ლეგენდარულმა ალექს ფერგიუსონმა სერბი 2005 წელს მოსკოვის სპარტაკიდან 7 მილიონ ფუნტად გადაიბირა. ნემანიამ მანჩესტერში 8 წელი გაატარა, პრემიერლიგაში 200-ზე მეტი ჩაატარა და 15 გოლის გატანა შეძლო, მოიგო 5 პრემიერლიგისა და 1 ჩემპიონთა ლიგის ტიტული.

სხვა სტატიები