Belive

ნეფთჩისთან მატჩში დინამო თბილისის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
7 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, "დინამო თბილისი ბაქოს "ნეფთჩის" უმასპინძლებს. შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილი გახდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძრითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება. "დინამო თბილისი": კვასხვაძე - ბენიო, ხვადაგიანი, პაპავა - სპორქსლედე, რადინი, ქარდავა, ხარაბაძე - გაბედავა, კუცია - მარუშიჩი. (3-4-2-1). მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე. “დინამო თბილისისა” და ბაქოს “ნეფთჩის” დაპირისპირება 7 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები