Belive

"ნერვიულობისგან ვკანკალებდი" - მაკალისტერი მესისთან შეხვედრაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორად არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მოგვევლინა. გასაკვირი არაა, რომ არგენტინის გამარჯვებაში ლომის წილი ლეო მესიმ დაიდო.

პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავის პარალელურად, არგენტინელთა შემადგენლობაში ალექსის მაკალისტერმაც შეძლო თავის გამოჩენა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო, ალექსის მაკალისტერის სიტყვებს ციტირებს, რომელიც არგენტინელმა ლეო მესის შესახებ საუბრისას თქვა.

"იმდენად ვნერვიულობდი, რომ ხელები მიკანკალებდა. ძალიან მორცხვი ბიჭი ვარ და ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ, როდესაც აანალიზებ, თუ რამდენად თავმდაბალია მესი, მშვიდდები. ჩვენ, რომ მივედით მესი სადილობდა. მისასალმებლად, მაგიდას მივუახლოვდი. ხელები მიკანკალებდა, მაგრამ ეს წარმოუდგენელი შეგრძნება იყო", - ალექსის მაკალისტერი.

სხვა სტატიები