Belive

ნესტა იუვენტუსში? - პირლოს ყოფილი თანაგუნდელი სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს, საკუთარ სამწვრთნელო შტაბში, ყოფილი თანაგუნდელის, ალესანდრო ნესტას ხილვა სურს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობაზე სურს პირლოს, ნესტას დანიშნვა. ნესტა და პირლო 9 წლის განმავლობაში ერთად იცავდნენ "მილანის" ღირსებას და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგეს, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა.  
შეგახსენებთ, რომ პირლომ სულ ცოტა ხნის წინ, მაურიციო სარი ჩაანაცვლა. "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ სარის, ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალში "ლიონთან" კრახი არ აპატია. რაც შეეხება ნესტას, იტალიელი ლეგენდა ამჟამად "ფროზინონეს" მთავარი მწვრთნელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ "სპეციასთან" დამარცხდა და მომავალ სეზონში ისევ სერია ბ-ში იასპარეზებს.
 

სხვა სტატიები