Belive

ნესტა: "მესიმ 10 წუთში მენტალურად გამანადგურა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალესანდრო ნესტა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მცველია, თუმცა ლეო მესის წინააღმდეგ თამაში მისთვისაც დიდი პრობლემა იყო. "მილანის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა გაიხსენა. მაშინ "როსონერი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდა - ჯგუფურ ეტაპსა და შემდგომ მეოთხედფინალში.
"მე-10 წუთზე მას ფეხებში ჩავარტყი და ძალაგამოცლილი მოედანზე დავეცი. შემდეგ მან ხელი გამომიწოდა, რათა წამოდგომაში დამხმარებოდა. მიწაზე ვიწექი და როდესაც წამების შემდეგ თვალები გავახილე, მისი ხელები დავინახე. ამან მენტალურად გამანადგურა.  10 წუთში ლეო 10-ჯერ გამცდა, ამან კი ჩემზე ყველაზე მეტად იმოქმედა. უკვე ვგრძნობდი, რომ 37 წლის ვიყავი," - თქვა ნესტამ.
 

სხვა სტატიები