Belive

ნესტოროვსკი: "საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით, უფრო დიდი გულის მქონე გუნდი გაიმარჯვებს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია ნესტოროვსკიმ საკუთარი მოლოდინი და განწყობა გამოამჟღავნა. "საბოლოოდ დადგა ის დღე, როცა ისტორიული მატჩისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. ამ დღის დადგომისთვის ოთხი-ხუთი წელიწადის განმავლობაში ვიბრძოდით და ახლა დროა, მოვემზადოთ მაკედონიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის. მე და მთელი ეროვნული გუნდი გვპირდებით, რომ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. ეს სრულიად განსხვავდება წინა მატჩებისგან. უფრო დიდი გულის მქონე ნაკრები გაიმარჯვებს  ჩვენ ვიცით, რა არის ქართველების ძლიერი და სუსტი მხარე, მაგრამ ამ დღეებში მათ კიდევ უფრო კარგად შევისწავლით.  უკან ძალიან დიდი მატჩები მოვიტოვეთ და ზეწოლას ვერ ვგრძნობთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ მაკედონიას წარმოვადგენთ და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ", - თქვა იტალიური "უდინეზეს" და მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელმა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება. ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები