Belive

ნევილი: ,,ჩელსისა და ლივერპულის პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრა ნაკლებსავარაუდოა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, დაასახელა გუნდები, რომლებიც, მისი აზრით, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ტოპ ოთხეულში მოხვდებიან:

,,ცხადია, რომ საუკეთესო ოთხეულში ,,მანჩესტერ სიტის'' ადგილი გარანტირებული აქვს, ასევე ვფიქრობ ,,ტოტენჰემზეც''. ,,არსენალსაც'' დავასახელებდი.

ეს სეზონი ორად გაიყოფა და მეორე ნახევარში ბევრ ცვლილებას ვიხილავთ. მგონია, რომ თებერვალსა და მარტში ქაოსი დაიწყება, თუმცა სეზონის ბოლოს ოთხეული ასეთი სახის იქნება: ,,სიტი'', ,,არსენალი'', ,,ტოტენჰემი'', ,,იუნაიტედი''. ,,ჩელსისა'' და ,,ლივერპულის'' ოთხეულში მოხვედრა ნაკლებად სავარაუდოა.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ,,არსენალი'' ოთხეულში აუცილებლად მოხვდება. მათ სეზონის ბოლომდე ბევრი აქვთ დასამტკიცებელი, მაგრამ ახლა ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ,'' - განაცხადა ნევილმა.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 31 ქულით ლონდონის ,,არსენალი'' ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან ,,მანჩესტერ სიტის'' 2 ქულით უსწრებს. მესამე პოზიციას 26 ქულით ,,ტოტენჰემი'' იკავებს, მეოთხეზე კი 24 ქულით ,,ნიუკასლია'' (13-13 თამაში).

სხვა სტატიები