Belive

ნევილის ფავორიტები | 3 ვარსკვლავი რომელიც მანჩესტერს პრემიერ ლიგის მოგებაში დაეხმარება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ვერ ახერხებს. "წითელი ეშმაკების" ლეგენდა - გარი ნევილი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგაში წარმატების მისაღწევად 3 ტოპ ტრანსფერის განხორციელებაა საჭირო. ნევილის მტკიცებით, რაფაელ ვარანეს, ჰარი კეინისა და ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მოგებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" დატოვების სურვილი თავად გამოთქვა. ბრიტანელი საფეხბურთო მიმომხილველების მტკიცებით, ინგლისელი ვარსკვლავი დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს.

სხვა სტატიები