Belive

ნ'გოლო კანტე შესაძლოა "ინტერს" 46 მილიონ ფუნტად შეუერთდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"არისტოკრატებმა" 7 ახალი ფეხბურთელის გუნდში მისაყვანად 222 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯეს. კაი ჰავერცი, ტიმო ვერნერი, ჰაკიმ ზიეჩი, ედუარდ მენდი, ბენ ჩილველი, ტიაგო სილვა, მალანგა სარი - შეუერთდნენ ლონდონის "ჩელსის". შესაძლოა ეს არ იყოს სრული ჩამონათვალი და ფრენკ ლამპარდმა კიდევ ვინმე დაიმატოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ჩელსის" სამიზნე ამჯერად "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი დეკლან რაისია. სავარაუდოდ, მისი ტრანსფერი ლონდონელებს 50 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაუჯდებათ. ლონდონელებს უკვე ჰყავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვის ხაზი მთელს პრემიერ ლიგაში - მეისონ მაუნტი, ჟორჟინიო, მატეო კოვაჩიჩი, ბილი გილმორი და, რა თქმა უნდა, ნ'გოლო კანტე. თუ "ჩელსის" რაისიც შეუერთდება, დიდი ალბათობით ლონდონელებს რომელიმე ნახევარმცველის გასხვისება მოუწევთ. შესაძლოა ეს მოთამაშე სწორედ კანტე აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მსოფლიოს ჩემპიონი მზადაა  "ინერტში" გადასასვლელად და ანტონიო კონტესთან კიდევ ერთხელ სათანამშრომლოდ. თავად "ინტერსაც" ძალიან სურს ფრანგი ნახეავრმცველის დამატება. კონტე დარწმუნებულია, რომ ნ'გოლო კანტე მისი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და "ინტერს" მშვენივრად მოერგება. თუმცა კანტეს დასამატებლად "ინტერს" ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს. კანტეს სატრანსფერო ღირებულება 46 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში კანტე "ჩელსის" რიგებში ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა და ამავდროულად ის მთელს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ნამდვილად უცნაური იქნება, რომ "ჩელსიმ" კანტე გაუშვას. 29 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა 2016-17 წლის სეზონიდან მოყოლებული დღემდე "ჩელსის" მაისურით 129 პრემიერლიგური მატჩი გამართა და 9 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები