Belive

ნგოლო კანტეს ჩელსის დატოვება სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არისტოკრატების" მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ ნგოლო კანტე გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა - თუმცა ფრანგი ნახევარმცველისთვის 2019/20 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა. ნ'გოლო კანტემ მოლოდინების გამართლება მიმდინარე სეზონშიც ვერ შეძლო და გუნდის დატოვებაზე ფიქრობს. 2020/21 წლების სეზონის დაწყებამდე კანტეს ტრანსფერზე აქტიურად იწერებოდა, მაგრამ ფრანგმა ნახევარმცველმა "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით განვითარებული მოვლენების შედეგად, კანტე "ჩელსის" დატოვებაზე კვლავ დაფიქრდა. Le Parisien-ის მტკიცებით, კანტე ლამპარდის საქციელმა გაანაწყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგმა ნახევარმცველმა მეგობრის ქორწილში დასწრების მიზნით, ლამპარდს ვარჯიშიდან გათავისუფლება სთხოვა - ამ უკანასკნელისგან კი კატეგორიული უარი მიიღო. Le Parisien-ის მტკიცებით, კანტე მთავარი მწვრთნელისგან უარს არ ელოდა და აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, მათი ურთიერთობა დაიძაბა. ფრანგული წყაროების მიხედვით, ნ'გოლო კანტე "ჩელსის" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.    

სხვა სტატიები