Belive

ნიდერლანდების ნაკრების სერიოზული დანაკლისი საქართველოსთან მატჩის წინ 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს სერიოზული დანაკლისი ექნება. გარდა იმისა, რომ გუნდს კაპიტანი და არამხოლოდ დაცვის, მთლიანად შემადგენლობის ლიდერი, ვირჯილ ვან დაიკი ტრავმირებულია და მთლიანად ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, ნიდერლანდელებს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიხტი ვერ დაეხმარებათ. "ნარინჯისფერები" "ჯვაროსნებთან" ტურინის "იუვენტუსის" უკანახაზელის გარეშე ითამაშებენ, რადგან 21 წლის ფეხბურთელს საზარდული აწუხებს და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფრან დე ბური გარისკვას არ აპირებს.

ტრავმა იმდენად რთული არ არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონტინენტის პირველობა გამოტოვოს, თუმცა სიფრთხილის და თავის დაზღვევის მიზნით, იგი ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები