Belive

ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა ევრო 2020-ზე ცნობილია!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა, როგორც წინასწარ იყო ცნობილი სიაში არ არის ვირჯილ ვან დაიკი, თუმცა "ორანიეს" შემადგენლობა მაინც საკმაოდ ძლიერია. მეკარეები: იასპერ სილესენი (ვალენსია) ტიმ კრული (ნორვიჩი) მაარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი) მცველები: პატრიკ ვან აანჰოლტი (კრისტალ პალასი) ნათან აკე (მანჩესტერ სიტი) დალეი ბლინდი (აიაქსი) დენზელ დამფრისი (პსვ) მატეის დე ლიხტი (იუვენტუსი) იურიენ ტიმბერი (აიაქსი) ჟოელ ველტმანი (ბრაიტონი) სტეფან დე ვრაი (ინტერი) ოუენ ვეინდალი (ალკმაარი) ნახევარმცველები: ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული) დონი ვან დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი) ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) რაიან გრავენბეხი (აიაქსი) დავი კლაასენი (აიაქსი) ტეუნ კოოპმეინერსი (ალკმაარი) მარტენ დე როონი (ატალანტა) თავდამსხმელები: სტივენ ბერგჰუისი (ფეიენოორდი) მემფის დეპაი (ლიონი) კოდი გაკპო (პსვ) ლუკ დე იონგი (სევილია) დონიელ მალენი (პსვ) ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი)  ქუინსი პრომესი (სპარტაკი) ნიდერლანდებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა, 2012 წელს კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, შესაბამისად გუნდს პრესტიჟის აღსადგენად სერიოზული ბრძოლა მოუწევს. ევროპის ჩემპიონატამდე ნიდერლანდები 6 ივნისს, ენსხედეში, ამხანაგურ მატჩში საქართველოს დაუპირისპირდება. დე ბურის გუნდი C ჯგუფში უკრაინასთან, ავსტრიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იასპარეზებს, პირველ მატჩს კი 13 ივნისს შინაურ "იოჰან კრუიფ არენაზე" უკრაინასთან ჩაატარებს.

სხვა სტატიები