Belive

ნიკა გაგნიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გორის ,,დილას'' ნახევარმცველი, ნიკა გაგნიძე კარიერას სტამბოლის ,,უმრანიესპორში'' გააგრძელებს. ინფორმაციას თურქული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,მოგესალმებით, ნიკა! ჩვენმა გუნდმა გორის დილადან 21 წლის ნახევარმცველი, ნიკა გაგნიძე გამოსყიდვის უფლებით, იჯარით აიყვანა. მივესალმებით მას და წარმატებებს ვუსურვებთ,'' - წერს თურქული გუნდი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში ნიკა გაგნიძის ანგარიშზე გორის ,,დილას'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლია.

,,უმრანიესპორმა'' გასული სეზონი თურქეთის პირველი ლიგის მეორე პოზიციაზე დაასრულა და სუპერლიგის საგზური გაიფორმა. გუნდი ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 7 აგვისტოს, ,,ფენერბახჩეს'' წინააღმდეგ გამართავს.