Belive

ნიკა კაჭარავა ლეხში არ დარჩება - საქართველოს ნაკრების ფორვარდი ანორთოსისში ბრუნდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოზნანის "ლეხი" საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული სპორტული მედია ავრცელებს და წერს, რომ ქართველი ფორვარდი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისში" დაბრუნდება. ცნობილია, რომ პოლონური კლუბი ფეხბურთელის წლიურ ანაზღაურებას (200 000) ევროს გადაიხდის, რაც საიჯარო ხელშეკრულებით მიმდინარე სეზონისთვის გათვალისწინებული ოდენობაა, თუმცა კონტრაქტის სრულად გამოსყიდვას ექსტრაკლასას წარმომადგენლები არ აპირებენ. ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა კაჭარავა ფამაგუსტურ კლუბში, რადგან თემურ ქეცბაია 15 მაისს, კვიპროსის თასის ფინალის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და სხვა ქართველი ლეგიონერების მომავალიც ამ ეტაპზე გაურკვეველია. 27 წლის ფორვარდმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 დეკემბერს, ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის მერეც მას აღარ უთამაშია, იქამდე კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები